Wednesday, June 19, 2019

სოციალური პროექტი ,, დავიცვათ და არ დავუკარგოთ ამაგი ჩვენს ოთხფეხა მეგობარს - ძაღლს".

 სახელწოდება:

    ,, დავიცვათ და არ დავუკარგოთ ამაგი ჩვენს ოთხფეხა მეგობარს  - ძაღლს                                                         
კლასი:
3
რაოდენობა:
8
ვადები:
24.05.2019 – 14.06.2019
პროექტის აქტუალურობა:
   ყოველწლიურად ძალიან ბევრ შინაურ ცხოველს, უფრო მეტად ძაღლს, პატრონები გარეთ, ქუჩაში აგდებენ. შესაძლოა  ცხოველი დაინფიცირდეს ცოფით ან სხვა საშიში დაავადებით; 
   ამავე დროს ადამიანების მხრიდან ცხოველებზე სასტიკი ქმედებები ხორციელდება და ხშირია ასეთი შემთხვევები...
პროექტის მიზნები:
  საზოგადოების  ცნობიერების ამაღლება ცხოველების ( ძაღლების )  მიმართ კეთილგანწყობის  მიზნით;
  ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობით  მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება;   დაკვირვების, აღწერის, კომუნიკაციის, თვითშეფასების, ანალიზის, პრეზენტაციის უნარის განვითარება.
მოსალოდნელი
 შედეგები:
 მოსწავლეების , საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით გაუმჯობესდება ცხოველების მდგომარეობა;
 მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ჰუმანური დამოკიდებულება ცოცხალი არსებების მიმართ;
 განუვითარდებათ დაკვირვების, აღწერის,  კომუნიკაციის, თვითშეფასების, ანალიზის, პრეზენტაციის უნარი.
  მიმართულება: ცოცხალი სამყარო
  ბუნ. დაწყ.(1) 2. მოსწავლე  შეძლებს:
  ორგანიზმების(მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისების  მიხედვით;
   ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება და შედარება, მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულების, ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა:
  ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების  ზემოქმედების  შესახებ მსჯელობა.

სასწავლო რესურსები:
რვეულები, კალამი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდები,  ფოტოაპარატი, ინტერნეტი;
წიგნები: ქართული საბავშვო ლიტერატურის ქრესტომათია-ტომი 2;
ქართული ენა და ლიტერატურა__ მე-3 კლასი__პირველი ნაწილი.
 შინაური ცხოველი___ძაღლი;
 ადამიანური რესურსები: ვეტერინარი ,მასწავლებლები.
პროექტის აღწერა:
აქტივობა 1: მოსწავლეებთან ერთად პროექტის მნიშვნელობის განსაზღვრა, სათაურის შერჩევა, მიზნების დასახვა და დავალებების განაწილება ჯგუფებს შორის:
  ა)  I  ჯგუფის დავალება:  ძაღლის მოშინაურების შესახებ  ნაწარმოებების__ ნ. ნაკაშიძის  ,,ვინ აირჩია ძაღლმა“,  ხალხური ზღაპრის ,,ძაღლი“-ს  წაკითხვა და განხილვა ჯგუფებში.
  ბ)  საკუთარ ძაღლებზე დაკვირვება: სურათების, ვიდეოს გადაღება;  საუბარი მათ შესახებ: რა ჯიშია,  რა ფერია; რა როლს ასრულებენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში, როგორ ვექცევით, რა მოვალეობა გვაკისრია ჩვენ.
 გ) ინფორმაციის მოძიება  10 ყველაზე  ერთგული  ძაღლის შესახებ;
  დ) საყვარელი ცხოველის (ძაღლის) ილუსტრაციის შექმნა  .
  II  ჯგუფის დავალება:
 ა)  ინფორმაციის მოძიება ძაღლების ,,პროფესიების“ შესახებ;  თემასთნ დაკავშირებული მოთხრობების__ ი.გოგებაშვილის  ,, ჭკვიანი ძაღლები“, ,,ჭკვიანი ბასარა“-ს განხილვა ჯგუფებში.
  ბ) ცნობილი ძაღლების შესახებ ინფორმაციის მოძიება: „ბალტო“, ,,ჰაჩიკო“, ,,ბარი“...
გ)  ,,ქართული ნაგაზი“ __რა ვიცით მის შესახებ;
 დ) საყვარელი ცხოველის- ძაღლის ილუსტრაციის შექმნა.

  აქტივობა 2: ქართული ფილმის__,,ლომა,  დავიწყებული მეგობარი“ ყურება და განხილვა ჯგუფებში.

   აქტივობა 3: ინტერვიუ ვეტერინართან:  კლასში ვეტერინარის მოწვევა და გასაუბრება , რჩევების მიღება  ძაღლებთან ურთიერთობის, მათი მოვლის, მაწანწალა ძაღლებთან უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ, ასევე ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების, ცხოველთა თავშესაფრების  არსებობის შესახებ.

აქტივობა 4:   მსჯელობა ჯგუფებში:  პრობლემის მოგვარების მიზნით სლოგანების  მოფიქრება, პლაკატების შექმნა და გაკვრა სოფლის სხვადასხვა ადგილებში, სადაც  ბევრი ძაღლი იყრის თავს.

აქტივობა 5:  პროექტის შეჯამება:
ü  მოთხრობების მოკლე შინაარსის გადმოცემა;
ü  გადაღებული ფოტოების, ვიდეოს ჩვენება, საუბარი საკუთარი ძაღლების შესახებ;
ü  10 ყველაზე ერთგული ძაღლის შესახებ საუბარი.
ü  ძაღლების ,,პროფესიების“ შესახებ საუბარი;
ü  ცნობილი ძაღლების შესახებ საუბარი;
ü  ,,ქართული ნაგაზი“- რა ვიცით მის შესახებ;
ü  ,,ლომა- დავიწყებული მეგობარი“-ს ყურებით შექმნილი შთაბეჭდილებების გაზიარება.
ü  საქართველოში არსებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებისა და ცხოველთა თავშესაფრების არსებობის შესახებ ინფორმაციების მოწოდება; .
ü  ილუსტრაციებისა და პლაკატების წარმოდგენა.

აქტივობა 6.  თვითშეფასების სქემების შევსება და პროექტის შეფასება.

























































































































პროექტის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
ცუდი
ზეპირი პრეზენტაცია
ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს. ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
გადმოსცემს სათქმელს, ნაკლებად ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
ნაკლებად ახერხებს სათქმელის სათანადოდ წარმოჩენას.
პასუხობს დასმულ კითხვებზე
ყოველთვის სწორად პასუხობს შეკითხვებზე; ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას; აქვს საინტერესო იდეები; ყოველთვის ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
სწორად პასუხობს შეკითხვებზე, მაგრამ ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას; ზოგჯერ ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
ნაკლებად პასუხობს შეკითხვებზე; იშვიათად ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა
ყოველთვის თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ; მეგობრულია და კომუნიკაბელური.
თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ; არის მეგობრული.
ნაკლებად თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; იშვიათად გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ.


















































                                                      პროექტის რეფლექსია
პროექტის სახელწოდება: დავიცვათ და არ დავუკარგოთ ამაგი ჩვენს ოთხფეხა მეგობარს __ ძაღლს.
     პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ცხოველებისადმი, ზოგადად, ცოცხალი არსსებებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოსწავლეებში, ასევე დაკვირვების, აღწერის,კომუნიკაციის, ანალიზის, მსჯელობის, პრეზენტაციის უნარის განვითარება.
   მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრეთ პროექტის მნიშვნელობა ზოგადად არსებული პრობლემიდან გამომდინარე. კლასი დაიყო ორ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს  მიეცა  ოთხი დავალება. მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვნენ დავალებების მომზადებაში:
     I ჯგუფმა ინტერესით წაიკითხა ნ. ნაკაშიძის მოთხრობა ,, ვინ აირჩია ძაღლმა“ , ხალხური  ზღაპარი ,,ძაღლი“ და გააცნო II  ჯგუფს.
  II ჯგუფმაც ინტერესით წაიკითხა ი. გოგებაშვილის მოთხრობები: ,,ჭკვიანი ძაღლები“ და  ,, ჭკვიანი ბასარა“. ეს მოთხრობები დააკავშირეს თავიანთ დავალებასთან: ძაღლების  ,,პროფესიები“.
   საინტრესო და სახალისო იყო I ჯგუფის ბავშვებისთვის II დავალება,როცა მათ სურათები და ვიდეო გადაუღეს თავიანთ ძაღლებს, შემდეგ კი მოუთხრეს ჯგუფებს მათ შესახებ: აღწერეს როგორები არიან,  რა ფერის, რა  ჯიშის,როგორ ექცევიან თვითონ და ა.შ.
  ასევე მოიძიეს ინფორმაცია 10  ყველაზე ერთგული ძაღლის შესახებ, შექმნეს საყვარელი ძაღლების ილუსტრაციები საკუთარი სურვილის მიხედვით.
  II  ჯგუფისთვისაც საინტერესო იყო ცნობილი ძაღლების__,, ჰაჩიკოს“,  ,,ბარის“ ,,ბალტოს“ შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაცნობა მეორე ჯგუფისთვის.
  ბავშვების დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურა ქართულმა ნაგაზმა, მისმა თვისებებმა.  ძალიან ემოციური და საინტერესო იყო ბავშვებისთვის ქართული ფილმის__ ,,ლომა__ დავიწყებული მეგობარი“_ს ყურება.ბავშვებმა დაინახეს რა უარყოფით ცვლილებებს და შედეგებს იწვევს საარსებო გარემოს შეცვლა ცხოველებში, რა სასტიკად ექცევა ზოგიერთი ადამიანი ცხოველს.
 ბავშვები გააკვირვა ლომას ერთგულებამ და პატრონისადმი სიყვარულმა. ამით მათ დაინახეს ზოგადად ძაღლის ერთგულება.
ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს ბავშვებმამოწვეულ ვეტერინარს ძაღლის მოვლის, დაავადებების, მაწანწალა ძაღლებთან უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით,ასევე საქართველოში არსებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებისა და ძაღლთა თავშესაფრების არსებობის შესახებ,  დაინტერესდნენ რა კანონები არსებობს ცხოველებზე სასტიკად მოპყრობის შემთხვევაში. ვეტერინარისგან მათ მიიღეს საინტერესო  და საჭირო პასუხები.
  დასკვნით ეტაპზე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მსჯელობა ჯგუფებში პრობლემის მოგვარების მიზნით: სლოგანების მოფიქრება და პლაკატების შექმნა. თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, რაც კარგად ჩნდა მონიტორინგის დროს.
პრეზენტაციაც მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ორივე ჯგუფმაკარგად წარმოაჩინა თავისი ნამუშევარი.
  შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტით მოსწავლეებმა შეძლეს ჩემს მიერ დაგეგმილი მიზნების რეალიზება. ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესში, რაც აშკარად ჩანდა მონიტორინგის დროს. ბავშვებს გაუჩნდათ  ცხოველებისადმი უფრო მეტი სიყვარული,  რამაც შესაძლოა მომავალში  მათი პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი ითამაშოს და ზოგიერთი მათგანი ვეტერინარი ან  შესაძლოა კინოლოგიც კი გახდეს; ისწავლეს ცხოველების მოვლა, მათთან სათანადოდ მოქცევის წესები.
 მოსწავლეებს აქვთ სურვილი მომავალშიც გაკეთდეს მსგავსი პროექტები, რაც აუცილებლად განხორციელდება და გავითვალისწინებ მათ სურვილებსა და შესაძლებლობებს.
 პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების მოდიფიცირება ან დამატება არ დამჭირვებია.














No comments:

Post a Comment