Tuesday, December 25, 2018

სოციალური პროექტი ,,წიგნი ვის ეკუთვნის ?"


სოციალური პროექტი ,,წიგნი ვის ეკუთვნის?“

 პროექტის სახელწოდება:
,,წიგნი ვის ეკუთვნის?“
კლასი
3
რაოდენობა
8
ვადები
10.12.2018 _24.12.2018
პროექტის  აქტუალურობა:
საერთაშორისო კვლევის ,,PIRLS“ის შედეგების მიხედვით საქართველოში წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია, რაც საგანგაშოა და წარმოადგენს როგორც მშობლების, ისე პედაგოგების პრობლემას. საჭიროდ ჩავთვალე განვახორციელო პროექტი სახელწოდებით ,,წიგნი ვის ეკუთვნის?“ პროექტი მოსწავლეებს გაუღვივებს წიგნის კითხვის ინტერესს და ხელს შეუწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას.
პროექტის მიზნები:
წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივება;
კითხვის მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში ;
კითხვა -როგორც სასიამოვნო პროცესი;
ანალიზის, მსჯელობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
მხატვრული ლიტერატურის კითხვის შეყვარება.     
მოსალოდნელი შედეგები:
·         წიგნიერების დონის ამაღლება;
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
·         წიგნის კითხვის სასიამოვნო პროცესად გადაქცევა;
·         ჩამოუყალიბდებათ მეტყველების კულტურა და  პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

·         ქართ.დაწყ.(I).6 მოსწავლემ უნდა შეძლოს გაბმული კითხვა.
·         ქართ.დაწყ.(I).7 მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის(მაგ, ილუსტრაციისა და ტექსტის ) ურთიერთდაკავშირება.
·         ქართ.დაწყ.(I)8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა  და/ან პირიქით.
·         ქართ.დაწყ.(I).9.მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
·         ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა,გაგება-გააზრება და გადმოცემა.
·         ქართ.დაწყ.(I)13 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე

სასწავლო რესურსები:
რვეული,კალამი,ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები,ფოტოაპარატი;
წიგნები:ქართული საბავშვო ლიტერატურის
ქრესტომათია_ტომი I, ტომი II ; ქართული ენა და ლიტერატურა _ მე_3 კლასი;
ადამიანური რესურსები: ბიბლიოთეკარები, მასწავლებლები.

პროექტის აღწერა:
აქტივობა 1: პროექტის მიზნის გაცნობა და დავალებების განაწილება ჯგუფებს შორის.
აქტივობა 2:  I  ჯგუფის ვიზიტი სკოლის ბიბლიოთეკაში.ბიბლიოთკარისგან ინფორმაციის მიღება:

ü  ა)ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების სახეობებისა და რაოდენობის შესახებ;
ü  ბ)ბიბლიოთეკის სახეობების შესახებ;
ü  გ) საბავშვო მწერლის ან პოეტის ცხოვრების შესახებ.
ü   
II ჯგუფის ვიზიტი სოფლის ბიბლიოთეკაში და გასაუბრება ბიბლიოთეკართან:

ü  ა)რა სახის წიგნები არსებობს ბიბლიოთეკაში და როგორაა განლაგებული?
ü  ბ)რამდენი წიგნია?
ü  გ)როგორ ხდება წიგნების გამოწერა?

აქტივობა 3: ბიბლიოთეკებიდან წიგნების გამოწერა და შერჩეული მოთხრობების ჯგუფებში წაკითხვა: წაკითხულის გააზრება: ჭ. ამირეჯიბის  „ყველას ვალი“; „უმადური ტურა“.

აქტივობა 4: მოსწავლეების მიერ ჩანაწერების გაკეთება: ინტერვიუ მშობლებთან _რა წიგნები აქვთ წანაკითხი მშობლებს ბავშვობაში; რის წაკითხვას ურჩევდნენ შვილებს? რომელი წიგნები აქვთ სახლში?

აქტივობა 5: საპრეზენტაციო ნამუშევრების მომზადება: თითოეული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაზიარება და დამუშავება.

აქტივობა 6 : ნაწარმოების მიხედვით ილუსტრაციების  შექმნა.

აქტივობა 7: რამდენად კარგად ვიცნობთ წიგნს: კითხვები წიგნთან დაკავშირებით.

აქტივობა 8 : მოსწავლეების მიერ თხზულებების შექმნა.

აქტივობა 9 : წიგნთან და სწავლასთან დაკავშირებული გამონათქვამების შეგროვება.

აქტივობა 10 : პროექტის პრეზენტაცია:

ü  მოსწავლეების მიერ ნამუშევრების წარდგენა.
ü  ბიბლიოთეკარებისგან მიწოდებული ინფორმაციების გაცნობა.
ü  კითხვები წიგნთან დაკავშირებით_ რამდენად კარგად ვიცნობთ წიგნს;
ü  ნაწარმოებების წარდგენა: ,,ყველას ვალი“,  ,,უმადური  ტურა“.
ü  ილუსტრაციების  გამოფენა;
ü  თამაში ,,იდუმალი ყუთი“.
ü  მოსწავლეების მიერ შექმნილი თხზულებების წაკითხვა;
ü  ჩანაწერების წაკითხვა.
ü  მშობლების ინტერვიუს გაცნობა;
ü  წიგნთან დაკავშირებული გამონათქვამების წარდგენა;
ü  ჩვენი საყვარელი წიგნი, მწერალი, პოეტი.

აქტივობა 11: თვითშეფასების სქემების შევსება.

აქტივობა 12: პროექტის შეფასება მასწავლებლების, ბიბლიოთეკარების მიერ.



პროექტში მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
ცუდი
ზეპირი პრეზენტაცია
ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს. ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
გადმოსცემს სათქმელს, ნაკლებად ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
ნაკლებად ახერხებს სათქმელის სათანადოდ წარმოჩენას.
პასუხობს დასმულ კითხვებზე
ყოველთვის სწორად პასუხობს შეკითხვებზე; ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას; აქვს საინტერესო იდეები; ყოველთვის ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
სწორად პასუხობს შეკითხვებზე, მაგრამ ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას; ზოგჯერ ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
ნაკლებად პასუხობს შეკითხვებზე; იშვიათად ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა
ყოველთვის თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ; მეგობრულია და კომუნიკაბელური.
თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ; არის მეგობრული.
ნაკლებად თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; იშვიათად გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ.











თვითშეფასების სქემა

ვიცოდი
გავიგე
მინდა ვიცოდე
































































                               პროექტის რეფლექსია
    ჩვენი პროექტის სახელწოდება ავირჩიეთ იაკობ გოგებაშვილის შესწავლილი მოთხრობის ,,წიგნი ვის ეკუთვნის?“  მიხედვით.
   პროექტის მიზანი იყო წიგნის კითხვის ინტერესის გაღვივება. კითხვის მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში, ანალიზის, მსჯელობისა და  უნარების შემოქმედებითი უნარების განვითარება, მხატვრული ლიტერატურის კითხვის შეყვარება.
   მოსწავლეები ინტერესით ჩაერთვნენ პროექტში: კლასი დაიყო ორ ჯგუფად და მიეცათ დავალებები: I ჯგუფი ესტუმრა სკოლის ბიბლიოთეკას და ბიბლიოთეკარისგან მიიღო ინფორმაცია; ა) ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების სახეობებისა და რაოდენობების შესახებ, ბ)ბიბლიოთეკის სახეობების შესახებ ; გ)  რომელიმე საბავშვო მწერლის ცხოვრების შესახებ.
     II ჯგუფმა დაათვალიერა სოფლის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკარისგან მიიღეს ინფორმაცია ა) თუ რა სახის წიგნები არის ბიბლიოთეკაში?; ბ) რა თანმიმდევრობითაა განლაგებული?;  გ) როგორ ხდება წიგნების გამოწერა?
      ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და დაამუშავეს. ამავე დროს ჯგუფებს დაევალათ ბიბლიოთეკებიდან წიგნების გამოწერა და რომელიმე საბავშვო მოთხრობის  წაკითხვა და გააზრება. ამ მიზნით მათ ქართული საბავშვო ლიტერატურის ქრესტომათიიდან აირჩიეს ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობები ,,ყველას ვალი“ I ჯგუფმა და ,,უმადური ტურა“ _II  ჯგუფმა. ეს მოთხრობები მათთვის სახალისოც იყო და საინტერესოც, რადგან მათი დამუშავების პროცესში ჰქონდათ მსჯელობა ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელის შესახებ, გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას ტექსტის მიმართ, ამასთანავე გაიგეს ბევრი ახალი სიტყვის მნიშვნელობა, შექმნეს ილუსტრაციები მოთხრობების მიხედვით.
    მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო იყო წიგნის გამოწერის პროცესი, რადგან მასში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა.
     ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში მშობლებისათვის დასმულმა კითხვებმა, როცა მათ  მოისმინეს პასუხები, თუ რის წაკითხვას ურჩევდნენ შვილებს.  რა წიგნები აქვთ მათ წანაკითხი ბავშვობაში და რომელი წიგნები აქვთ  სახლში. ბავშვებმა გააკეთეს  ჩანაწერები და პრეზენტაციის დროს მოხდა მათი წაკითხვა.
     დიდი მონდომება გამოიჩინეს ბავშვებმა მე_8 აქტივობის დროს, როცა მათ თავიანთი ფანტაზიით შექმნეს პატარა თხზულებები და მიაწერეს თავიანთი ფსევდონიმები. ამავე დროს გაიხსენეს, თუ რას ნიშნავს სიტყვა  ,,ფსევდონიმი“, რომელ მწერლებს, პოეტებს იცნობენ ფსევდონიმებით და მოიძიეს  ინფორმაცია სხვების შესახებაც.
   მე_9 აქტივობაც საინტერესო იყო, რადგან  მოსწავლეებმა შეაგროვეს წიგნთან და სწავლასთან დაკავშირებული გამონათქვამები, ასევე მოამზადეს  კითხვარები წიგნთან დაკავშირებით: რა ნაწილებისგან შედგება ,რა განსხვავებაა ფურცელსა და გვერდს შორის და ა. შ. პრეზენტაციის დროს ამ კითხვებს ერთმანეთს უსვამდნენ და პასუხობდნენ.
    განსაკუთრებული ინტერესითა და ხალისით ჩართვნენ მოსწავლეები პრეზენტაციისას აქტივობაში ,,იდუმალი ყუთი“, როცა მოთხრობების მიხედვით შესწავლილი სიტყვები ფერად ფურცლებზე დაწერილი ჩაყრილი იყო ლამაზად შეფუთულ ყუთში და უნდა ამოეღოთ და აეხსნათ ორივე ჯგუფის წევრებს. ამ აქტივობით  ხელი შეეწყო ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ზეპირმეტყველების , ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას.
    პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა დაასახელეს თავიანთი საყვარელი წიგნი, მწერალი, მოთხრობა, ლექსი. ამავე დროს ჯგუფები შეთანხმდნენ და დააწესეს კითხვის დღე- ყოველი კვირის  ხუთშაბათი.
   გაკეთებული პროექტის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ჩემს მიერ დაგეგმილი მიზნების რეალიზება. ისინი დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესში. დაგეგმილმა აქტივობებმაც ხელი შეუწყო პროექტის მიზნების მიღწევას: ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს აუმაღლდათ კითხვის მოტივაცია,  კითხვა მათთვის სასიამოვნო პროცესად  გადაიქცა(რაც აშკარად გამოიკვეთა პროექტის მიმდინარეობის პროცესში მონიტორინგის დროს),  კითხვის უნარის  განვითარება კი წიგნიერების საფუძველია, რაც სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
       პროექტის ,,წიგნი ვის ეკუთვნის?“ განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება ან  მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
      მომავალში  პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ მოსწავლეების სურვილებს, შესაძლებლობებს და  ინტერესებს. პროექტი არის მოსწავლეთათვის სარგებლის მომტანი და მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.




Wednesday, December 5, 2018

სოციალური პროექტი: ,, ერთად ვებრძოლოთ გრიპსა და გაცივებას“

მასწავლებელი:
თამარ შათირიშვილი
კლასი:
III
პროექტის სახელწოდება:
,, ერთად ვებრძოლოთ გრიპსა და გაცივებას“
პროექტის განხხორციელების ვადები:
5.11_26.11.(3 კვირა)
პროექტის აქტუალურობა:
ü  ადგან ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის გრიპით დაავადების შემთხვევები მატულობს, რაც საერთო საზოგადოებრივი, ამავე დროს აქტუალური პრობლემაა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა, მშობლებმა იცოდნენ როგორ აიცილონ თავიდან გრიპი და გაცივება, ან დაავადების შემთხვევაში როგორ მოიქცნენ.
პროექტის მიზნები:            
ü  ცნობიერების ამაღლება;
ü  გრიპისა და გაცივების გამომწვევი მიზეზების ცოდნა;
ü  გრიპსა და გაცივებას შორის მსგავსებისა და განსხვავების ცოდნა;
ü  დაავადებების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ზომების ცოდნა;
ü  დაავადებების შემთხვევაში ჰიგიენის წესების დაცვა;                                                        
მოსალოდნელი შედეგები:











ü  ეცოდინებათ გრიპისა და გაცივების გამომწვევი მიზეზები;
ü  ეცოდინებათ გრიპსა და გაცივებას შორის მსგავსება და განსხვავება;
ü  მოსწავლეები შეძლებენ თავიდან აიცილონ გრიპი და გაცივება;
ü  დაავადების შემთხვევაში დაიცავენ  ჰიგიენის წესებს, რათა თავიდან აიცილონ დაავადების შემდეგი  გავრცელება და გართულება;
ü  განუვითარდებათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის, თვითშეფასების უნარ-ჩვევები;

რესურსი:
რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი; ერთჯერადი ცხვირსახოცები, ჭიქა, თეფში, კოვზი, თხევადი საპონი, ხელსახოცი;
.ადამიანური რესურსი: ექიმები, მშობლები, დაწყებითი კლასის მოსწავლეები.










პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1: პროექტის მიზნების გაცნობა და დავალებების განაწილება ჯგუფებს შორის; 

 აქტივობა 2: I ჯგუფის ვიზიტი ამბულატორიაში: ინფორმაციის მიღება ექიმებისგან:
  1.რა იწვევს გრიპსა და გაცივებას?
   2.რა განსხვავება და მსგავსებაა გრიპსა და გაცივებას შორის?
 II  ჯგუფის ვიზიტი ამბულატორიაში :
 ინფორმაციის მიღება ექიმებისგან:
 1.რა პრევენციული ზომების მიღება  შეიძლება დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
2.როგორ მოვიქცეთ დაავადებების შემთხვევაში?

აქტივობა 3: ჩანაწერების გაკეთება: ინტერვიუ  მშობლებთან_ ავადმყოფობის  დროს მოვლისა და ხალხური მეთოდებით მკურნალობის შესახებ.

აქტივობა 4:საპრეზენტაციო ნამუშევრების მომზადება: თითოეული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ურთიერთგაზიარება.

აქტივობა 5 : ნახატების შექმნა- ვირუსების მრავალფეროვნებისა და ჰიგიენის წესების დაცვის შესახებ;

 აქტივობა 6: ბუკლეტების  შექმნა;

 აქტივობა 7:პროექტის პრეზენტაცია .