Wednesday, December 5, 2018

სოციალური პროექტი: ,, ერთად ვებრძოლოთ გრიპსა და გაცივებას“

მასწავლებელი:
თამარ შათირიშვილი
კლასი:
III
პროექტის სახელწოდება:
,, ერთად ვებრძოლოთ გრიპსა და გაცივებას“
პროექტის განხხორციელების ვადები:
5.11_26.11.(3 კვირა)
პროექტის აქტუალურობა:
ü  ადგან ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის გრიპით დაავადების შემთხვევები მატულობს, რაც საერთო საზოგადოებრივი, ამავე დროს აქტუალური პრობლემაა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა, მშობლებმა იცოდნენ როგორ აიცილონ თავიდან გრიპი და გაცივება, ან დაავადების შემთხვევაში როგორ მოიქცნენ.
პროექტის მიზნები:            
ü  ცნობიერების ამაღლება;
ü  გრიპისა და გაცივების გამომწვევი მიზეზების ცოდნა;
ü  გრიპსა და გაცივებას შორის მსგავსებისა და განსხვავების ცოდნა;
ü  დაავადებების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ზომების ცოდნა;
ü  დაავადებების შემთხვევაში ჰიგიენის წესების დაცვა;                                                        
მოსალოდნელი შედეგები:











ü  ეცოდინებათ გრიპისა და გაცივების გამომწვევი მიზეზები;
ü  ეცოდინებათ გრიპსა და გაცივებას შორის მსგავსება და განსხვავება;
ü  მოსწავლეები შეძლებენ თავიდან აიცილონ გრიპი და გაცივება;
ü  დაავადების შემთხვევაში დაიცავენ  ჰიგიენის წესებს, რათა თავიდან აიცილონ დაავადების შემდეგი  გავრცელება და გართულება;
ü  განუვითარდებათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის, თვითშეფასების უნარ-ჩვევები;

რესურსი:
რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი; ერთჯერადი ცხვირსახოცები, ჭიქა, თეფში, კოვზი, თხევადი საპონი, ხელსახოცი;
.ადამიანური რესურსი: ექიმები, მშობლები, დაწყებითი კლასის მოსწავლეები.










პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1: პროექტის მიზნების გაცნობა და დავალებების განაწილება ჯგუფებს შორის; 

 აქტივობა 2: I ჯგუფის ვიზიტი ამბულატორიაში: ინფორმაციის მიღება ექიმებისგან:
  1.რა იწვევს გრიპსა და გაცივებას?
   2.რა განსხვავება და მსგავსებაა გრიპსა და გაცივებას შორის?
 II  ჯგუფის ვიზიტი ამბულატორიაში :
 ინფორმაციის მიღება ექიმებისგან:
 1.რა პრევენციული ზომების მიღება  შეიძლება დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
2.როგორ მოვიქცეთ დაავადებების შემთხვევაში?

აქტივობა 3: ჩანაწერების გაკეთება: ინტერვიუ  მშობლებთან_ ავადმყოფობის  დროს მოვლისა და ხალხური მეთოდებით მკურნალობის შესახებ.

აქტივობა 4:საპრეზენტაციო ნამუშევრების მომზადება: თითოეული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ურთიერთგაზიარება.

აქტივობა 5 : ნახატების შექმნა- ვირუსების მრავალფეროვნებისა და ჰიგიენის წესების დაცვის შესახებ;

 აქტივობა 6: ბუკლეტების  შექმნა;

 აქტივობა 7:პროექტის პრეზენტაცია .   
      

·         მოსწავლეების მიერ ნამუშევრების წარდგენა;
·         თემასთან დაკავშირებული ნახატების გამოფენა;
·         მოსწავლეების მიერ მშობლების მონაწილეობით გაკეთებული  ჩანაწერების წაკითხვა;
·         მშობლების რეკომენდაციები  ხალხური  რეცეპტების ეფექტურობასთან დაკავშირებით;
·         მოპოვებული ცოდნის სიმულაციური თამაშების დროს გამოყენება.

აქტივობა 6: ბუკლეტების დარიგება

აქტივობა 7: თვითშეფასების სქემების შევსება.

აქტივობა 8: პროექტის შეფასება მასწავლებლების, მშობლების, ექიმების მიერ.




კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
ცუდი
ზეპირი პრეზენტაცია
ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს. ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
გადმოსცემს სათქმელს, ნაკლებად ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან.
ნაკლებად ახერხებს სათქმელის სათანადოდ წარმოჩენას.
პასუხობს დასმულ კითხვებზე
ყოველთვის სწორად პასუხობს შეკითხვებზე; ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას; აქვს საინტერესო იდეები; ყოველთვის ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
სწორად პასუხობს შეკითხვებზე, მაგრამ ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას; ზოგჯერ ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
ნაკლებად პასუხობს შეკითხვებზე; იშვიათად ახერხებს მიღებული ცოდნის დაკავშირებას კონკრეტულ საკითხებთან.
ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა
ყოველთვის თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ; მეგობრულია და კომუნიკაბელური.
თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ; არის მეგობრული.
ნაკლებად თანამშრომლობს ჯგუფებთან მუშაობის დროს; იშვიათად გამოხატავს პატივისცემას განსხვავებული აზრის მიმართ.












































  პროექტის რეფლექსია
პროექტის სახელწოდება:  ,,ერთად ვებრძოლოთ გრიპსა და გაცივებას“
  პროექტის   მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება,  გრიპისა და გაცივების  მიზეზების  ცოდნა,  გრიპსა და გაცივებას შორის მსგავსებისა და განსხვავების ცოდნა, ამ დაავადებების თავიდან აცილების პრევენციული  ზომების ცოდნა, დაავადების შემთხვევაში ჰიგიენის წესების  დაცვა.
  გაკეთებული პროექტის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ჩემს მიერ დაგეგმილი მიზნების რეალიზება.
   მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროექტში: კლასი დაიყო ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცა ორ-ორი დავალება: I ჯგუფს დაევალა გაეგო: ა)   გრიპისა და გაცივების გამომწვევი  მიზეზები და ბ) რა მსგავსება და განსხვავებაა გრიპსა და გაცივებას შორის?
  II ჯგუფის დავალება იყო, გაეგოთ:
   ა)რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
    ბ)როგორ მოვიქცეთ დაავადებების შემთხვევაში?
  ამ დავალებების შესრულების მიზნით მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით ესტუმრნენ ექიმებს სოფლის ამბულატორიაში და მათგან მიიღეს საჭირო ინფორმაციები, რის შემდეგაც მოხდა ამ ინფორმაციების დამუშავება და ურთიერთგაზიარება.
   საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის მეორე დავალება (აქტივობა 3 ), როცა მათ თავიანთი მშობლებისგან უნდა აეღოთ ინტერვიუ და გაეკეთებინათ ჩანაწერები ავადმყოფობის დროს მოვლის და ხალხური მეთოდებით მკურნალობის შესახებ.
  საინტერესო იყო პროექტში თვითონ მშობლების ჩართულობა პრეზენტაციის დროს. როდესაც მათ დაასახელეს მკურნალობის ხალხური რეცეპტები, რომლებიც დამსწრეებისთვის სიახლე იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა.
  დიდი მონდომებითა და ხალისით  ჩაერთვნენ  მოსწავლეები მე-5 აქტივობაში, როცა მათ  მოძიებული სურათების მიხედვით დახატეს ვირუსები  სხვადასხვანაირი ფორმებით და ამავე დროს შექმნეს ნახატები ჰიგიენის წესების დაცვის შესახებ.
  მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის მე-6 აქტივობა-  ბუკლეტებზე მუშაობა, როცა   ჯგუფებმა  შეაჯამეს და ერთ ფურცელზე  მოაქციეს თავიანთი დავალებების პასუხები, შემდეგ პრეზენტაციის დროს დიდი ხალისით დაურიგეს თავიანთი შექმნილი ბუკლეტები დამსწრე მასწავლებლებს, ექიმებს, მშობლებსა და მოსწავლეებს.
  დიდი ენთუზიაზმით იყვნენ მოსწავლეები ჩართულები სიმულაციურ თამაშებში,როცა მათ დაავადების შემთხვვაში   სწორად უნდა გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა (ჰიგიენის წესების დაცვა).
  მოძიებული ინფორმაციების, ჩანაწერების, ნახატების და ბუკლეტების შექმნის შემდეგ  მოსწავლეებმა  მოაწყვეს პრეზენტაცია ექიმების, მშობლების ,  მასწავლებლების და მოსწავლეების  მონაწილეობით.
  პრეზენტაციის შემდეგ მოხდა მოსწავლეების მიერ  თვითშეფასების სქემების შევსება.
  ვთვლი , რომ პროექტის მიზნები მიღწეულია. მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ პროექტზე. დაგეგმილმა აქტივობებმაც ხელი შეუწყო პროექტის მიზნების მიღწევას: მოსწავლეებმა,ასევე მშობლებმა  და მასწავლებლებმა ბევრი საჭირო   და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგეს გრიპისა და გაცივების შეასახებ .
  პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება არ დამჭირვებია.

  მომავალში მსგავსს პროექტებზე მუშაობისას უფრო მეტად გავითვალისწინებ მოსწავლეების შესაძლებლობებსა და  მათ ინტერესებს.















No comments:

Post a Comment